Zoom 4 კბილების გათეთრება
გახდი უფრო თავდაჯერებული
4-8 ტონამდე
რა ეტაპებისგან შედგება კბილების გათეთრების პროცედურა?
ღრძილებზე ისმევა სპეციალური დამცავი საფარი, შემდეგ ემალზე დაიტანება მათეთრებელი გელი, რომელიც აქტიურდება ინტენსიური სინათლის ნაკადის მეშვეობით.
მეთოდი შეიცავს ორი სახის პროცედურას:
1. ექიმის კაბინეტში (საოფისე გათეთრება)
2. სახლის პირობებში (ინდივიდუალური კაპის გამოყენებით გათეთრება
საოფისე გათეთრების შემდეგ, რომელიც 1 საათის განმავლობაში გრძელდება, კბილები 4-8 ტონამდე თეთრდება.
რა სიხშირით არის პროცედურის ჩატარება სასურველი?
თუკი გაითვალისწინებთ სტომატოლოგის რჩევას გათეთრების პროცედურის შემდეგ, მიღებული შედეგის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მრავალი წლით.
რა არის Zoom 4-ის უპირატესობები?
1. ყველაზე უსაფრთხო ანალოგიურ მეთოდებს შორის
2. ყველაზე კომფორტული პაციენტისთვის
3. განსაკუთრებულად მაღალი ეფექტი და მდგრადი შედეგი